მენიუ

📝 რეგისტრაცია

"გვესმოდეს ერთმანეთის!"

ნიკა ემუხვარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „გვესმოდეს ერთმანეთის!“ იქნება იმ იდეების მატარებელი, რომლებიც ნიკას ხელოვნების მთავარი სათქმელი და მესიჯებია - ახალგაზრდა შემოქმედთა თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის! ხელოვნება საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მისი დახმარებით შეგვიძლია ბედნიერება მოვუტანოთ ათასობით ადამიანს, შევცვალოთ მათი და ჩვენი ცხოვრებაც.

ნიკა ემუხვარის პორტრეტი
ნიკა ემუხვარის პორტრეტი
ნიკა ემუხვარის პორტრეტი
კონკურსის მონაწილეები

პროექტის განმახორციელებელი:


პროექტის თანაორგანიზატორი:

პროექტის მხარდამჭერი

კონკურს-ფესტივალის მთავარი მოთხოვნაა, ნამუშევრები იყოს აფხაზეთის შესახებ!

ნამუშევრების თემატიკა აფხაზეთთან დაკავშირებით შეიძლება მრავალფეროვანი და ღრმა იყოს. გთავაზობთ რამდენიმე ძირითად მიმართულებასა და იდეას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

1. ისტორიული მემკვიდრეობა და ლანდშაფტები:

აფხაზეთის ისტორიული ძეგლები, ციხეები, ტაძრები და ბუნება (მაგალითად, გაგრის ციხე, სოხუმის ბულვარი, ბიჭვინთა, გუდაუთა და სხვა).

აფხაზეთის ულამაზესი ბუნება, მთები, ზღვა, მდინარეები და მათი ემოციური აღქმა.

2. კულტურა, ტრადიციები და ხალხური ხელოვნება:

აფხაზური ტრადიციები, ტანსაცმელი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ცეკვები და რიტუალები.

ხალხური რეწვის თემები: კერამიკა, მჭედლობა, ქსოვილი, ტრადიციული თამაშები და კულინარია.

აფსუარა — აფხაზური ცხოვრების ფილოსოფია და ეთიკური კოდი.

3. დევნილობა, ტრავმა და მშვიდობა:

ომისა და დევნილობის გამოცდილება, ტრაგედია, დაკარგული სახლი, ოჯახური მეხსიერება, ტრანსგენერაციული ტკივილი.

მშვიდობისა და შერიგების სურვილი, დიალოგი და ურთიერთგაგება.

4. კოლექტიური და პირადი მეხსიერება:

ოჯახური ისტორიები, გადმოცემული მოგონებები, ბავშვობის ან ბებიებისა და ბაბუების მონათხრობები.

მეხსიერების შენარჩუნება და გადაცემა მომავალ თაობებზე.

5. თანამედროვე აფხაზეთი და ახალგაზრდობა:

თანამედროვე აფხაზეთის ყოველდღიურობა, ახალგაზრდების ცხოვრება, მათი ოცნებები და გამოწვევები.

თვითგამოხატვა, თავისუფლება, ახალი იდეები და ინოვაციური ხედვები.

6. ქალები ხელოვნებაში:

აფხაზი და ქართველი ქალების როლი ხელოვნებაში, მათი პერსპექტივა, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმა.

7. ემოციები და სიმბოლიზმი:

აფხაზეთთან დაკავშირებული ემოციების გადმოცემა: მონატრება, იმედი, სიყვარული, ტკივილი, ნოსტალგია, თავისუფლების წყურვილი.

აბსტრაქციები

მონატრების, დაკარგული სახლის ან სამშობლოს განცდის აბსტრაქტული გამოსახულებები; მშვიდობის, შერიგებისა და იმედის აბსტრაქტული ფორმები; ტრანსგენერაციული ტკივილისა და მეხსიერების აბსტრაქტული ინტერპრეტაციები; თავისუფლების, ერთობის ან დიალოგის აბსტრაქტული სიმბოლოები; აფხაზეთის ბუნების ან კულტურის აბსტრაქტული ასახვა ფერებით, ფორმებითა და ხაზებით.

ინფორმაცია კონკურს-ფესტივალის შესახებ

თარიღი: 25 ოქტომბერი 2025, 15:00 სთ
ადგილი:მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურული ცენტრი (მუზა) მისამართი: კუს ტბის ასახვევი
ხანგრძლივობა: 1 დღე
მონაწილეები: 10-დან 30 წლამდე ხელოვანები
ნამუშევრები წარმოადგინეთ 2025 წლის 23 ოქტომბერს (ხუთშაბათს) 11:00-დან 13:00-მდე
ნამუშევრის წარდგენის ფორმატი:
გთხოვთ, გამოფენისთვის წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი იყოს სათაურითა და ავტორის მონაცემებით გაფორმებული შემდეგი წესით:
სარეკვიზიტო წარწერა ქვედა ნაწილზე:
1. ავტორის სახელი და გვარი.
2. ასაკი.
3. ნამუშევრის დასახელება.

❗️ შენიშვნა:
წარწერა უნდა იყოს მკაფიო და წაკითხვადი. არ გამოიყენოთ დეკორატიული შრიფტები, რომლებიც ართულებს ტექსტის აღქმას. ნამუშევარი უნდა იყოს სუფთად წარმოდგენილი ჩარჩოში, შესაძლებელია მინის გარეშეც.

კონკურსის უმთავრესი მიმართულებებია

  • ფერწერა, გრაფიკა, ფოტოგრაფია
  • ვიდეოარტი და ციფრული ხელოვნება
  • ინსტალაცია, სკულპტურა, კინეტიკური ხელოვნება
  • დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება

როგორ მიიღოთ მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგანმანათლებლო დაწესებულებების: სამხატვრო სკოლების, სამხატვრო სტუდიების, საშუალო სკოლების, პროფესიული სასწავლებლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს (10-დან 30 წლამდე). ოკუპირებული ტერიტორიიდან ხელოვან ახალგაზრდებს შეეძლებათ ნამუშევრების გამოგზავნა (დასაშვები იქნება ელექტრონული ვერსიაც).

რეგისტრაცია

100+

მონაწილე მხატვარი

300+

ვიზიტორი

ფესტივალის ინფორმაცია

თარიღი: 15 სექტემბერი, 2024
ადგილი: მერაბ კოსტავას 59, აბრეშუმის ფაბრიკა
ხანგრძლივობა: 1 დღე

ძირითადი მოვლენები

  • 100+ მხატვრის ნამუშევრების გამოფენა
  • ფასიანი საჩუქრები გადაეცა 10 მონაწილეს
  • ფულადი პრემია გადაეცა პირველ სამ ადგილზე გასულ 4 მონაწილეს

ფესტივალის ვიდეო 2024